Accentnews.ge
უზბეკეთმა რუსეთს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლაზე უარი განუცხადა

უზბეკეთმა რუსეთს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლაზე უარი განუცხადა

24/10/2024 12:43:32 მსოფლიო

კრემლის გეგმა, პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი გავლენა გააფართოვოს, კვლავ ეჯახება პოსტსაბჭოთა, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნების ხელისუფლებების წინააღმდეგობას. ყაზახეთის კვალდაკვალ, რომელმაც BRICS-ში გაწევრიანება არ ისურვა და სომხეთის შემდეგ, რომელმაც პუტინის "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში" (ОДКБ) მონაწილეობა გაყინა, რუსეთთან ეკონომიკური კავშირის იდეაზე უარი განაცხადა უზბეკეთმაც.

კერძოდ, ტაშკენტს არ სურს, იყოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი, რომელშიც რუსეთის გარდა, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი შედიან და რომელსაც პუტინი "მრავალპოლარული მსოფლიოს ახალ ცენტრად" განიხილავს.

შესაბამისი განცხადება დღეს რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აქმალ საიდოვმა გააკეთა.

კავშირში გაწევრიანებაზე დასაყოლიებლად უზბეკეთს აგვისტოში რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი სტუმრბდა. ტაშკენტში გამართულ შეხვედრაზე იგი უზბეკეთის პრემიერს "ბიზნესისთვის საშეღავათო პირობებს, გასაღების ახალ ბაზრებსა და სამართლიან კონკურენციას" დაჰპირდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ამაოდ: უზბეკურმა საპარლამენტო კომისიამ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ათასამდე ფუძემდებლური დოკუმენტის შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ ამ კავშირში გაწევრიანება უზბეკეთისთვის "სარგებელს არ შეიცავს", - წერს გამოცემა Vesti.uz.

"დიდი ვერაფერი სარგებელი მიიღო ამ კავშირში გაწევრიანებით ყაზახეთმაც, ასე, რომ უზბეკეთისთვის ოპტიმალური იქნება, დამკვირვებლის როლი შევინარჩუნოთ სუვერენიტეტსა და დამოკიდებლობასთან ერთად. უზბეკეთი ჯერჯერობით კვლვინდებურად ძლიერაა დამოკიდებული რუსეთზე ეკონომიკური კუთხით, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომისა და მასთან დაკავშირებით დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა ტაშკენტისთვის მომხიბლველობა დაკარგა. თუ ადრე რუსეთი უზბეკეთისთვის ევროკავშირთან სავაჭროდ საუკეთესო ლოჯისტიკურ დერეფანს წარმოადგენდა, ახლა ტაშკენტი სხვა ალტერნატივებს იკვლევს. თავის მხრივ, კრემლი უზბეკეთზე ზეწოლას აძლიერებს, რაზეც, მათ შორის, მეტყველებს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა ამასწინანდელი ინიციატივა უზბეკეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შემოღების თაობაზე, ასევე რუსული მედიის გაზრდილი ყურადღება რესპუბლიკაში მოქმედი რუსული სკოლების მიმართ" - განმარტავს Central Asia Due Diligence-ის დამფუძნებელი, ანალიტიკოსი ალიშერ ილხამოვი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S