Accentnews.ge
"ერთიანობაში" ამბობენ, რომ "ზონდერები" რუსულნომრიანი მანქანებით მიუგზავნეს

"ერთიანობაში" ამბობენ, რომ "ზონდერები" რუსულნომრიანი მანქანებით მიუგზავნეს

24/10/2024 14:42:29 პოლიტიკა

"ერთიანობა-ნაციონალური" მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი თათია ნიკოლაშვილი ამბობს, რომ მის თანაგუნდელებს გურიაში ე.წ. ზონდერები რუსულნომრიანი მანქანებით მიუგზავნეს.

"დილით რუსულნომრიანი მანქანებით "ზონდერები" ჰყავდათ მოგზავნილი. როცა ჩვენ ქუჩაში მივდიოდით, "ბარიგობაში" ბრალდებული და ნასამართლევი ადამიანები რუსულნომრიანი მანქანებით მოვიდნენ და შეურაცხყოფა მოგვაყენეს". - თქვა ნიკოლაშვილმა.

ნიკოლაშვილმა ასევე გაიხსენა, რომ 23 ოქტომბერს მას და მის თანაგუნდელებს საარჩევნო პლაკატების გაკვრისას თავს დაესხნენ და რომ ძალადობას "ძმები გეგეშიძეები ახორციელებენ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S