Accentnews.ge
ვიცე-პოლკოვნიკი ამბობს, რომ შსს-დან წასვლა მოსთხოვეს მომიტინგეებზე ძალადობის დაგმობის გამო

ვიცე-პოლკოვნიკი ამბობს, რომ შსს-დან წასვლა მოსთხოვეს მომიტინგეებზე ძალადობის დაგმობის გამო

24/10/2024 14:59:20 საზოგადოება

შსს-ს ყოფილი თანამშრომელი რამინ სირაძე ამბობს, რომ სამსახურიდან წასვლა "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციებზე საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის ფაქტების დაგმობის გამო მოსთხოვეს.

ის ამბის თხრობას იწყებს იმით, რომ არასდროს ყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე და რომ მათ წინააღმდეგ 2007 წლიდან ყველა აქციაზე იმყოფებოდა. შსს-ში საქმიანობა დაიწყო 2011 წელს, "გავხდი პოლიციელი და 1 წელი მომიწია "ნაცების" დროს მუშაობა (საერთოდ არ ვიყავი არაფერში გარეული)".

ის იხსენებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიღო "სერიოზული თანამდებობრივი დაქვეითება", თუმცა გააგრძელა მუშაობა, მიაღწიე ვიცე-პოლკოვნიკობას და "ბოლო 8 წელი ვიმუშავე შსს გენერალურ ინსპექციაში. (ყველაზე მნიშვნელოვანი დეპარტამენტი რომელზეც უნდა იდგეს პოლიცია), ბევრი კარგი საქმე გამიკეთებია, მქონდა ჯილდოს სახით 2 ვადამდელი წოდება, 4 მადლობის სიგელი მინისტრისგან და არაერთი ფულადი პრემია, (ცუდი თანამშრომელი, რომ ვყოფილიყავი, ალბათ ამ ჯილდოებს ვერ მივიღებდი). მყავდა სამსახურებრივი ავტომანქანა, ბენზინი, ასე თუ ისე ნორმალური ხელფასი და სხვა პრივილეგიები".

თუმცა, მისი მონათხრობის მიხედვით, "რუსული კანონის" მიღების პერიოდში არსებულ საპროტესტო გამოსვლებზე როდესაც ვუყურებდი ხალხს როგორ უსწორდებოდნენ, მე და ჩემმა რამოდენიმე თანამშრომელმა, დაახლოებით 60-65 წლის კაცი პირველ სკოლასთან ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან გაავებულ სპეცრაზმელებს".

"ასეთ შემთვევებზე ღიად ვაფიქსირებდი ჩემ აზრს, რომ ხალხის ცემა ასეთი სისასტიკით არანაირ საზღვრებში არ ჯდებოდა. სწორედ ამის გამო დამიბარეს მე და კიდევ ჩემი ერთი თანამშრომელი (ვინაობას არ დავასახელებ), გვითხრეს რომ პოლიციელებს ვამტყუნებთ და სხვა მხარეს ვდგავართ და უნდა დაგვეწერა პატაკები სამსახურიდან წასვლაზე. თან ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ისეთმა კაცმა მითხრა ეს ყოველივე, ვისაც ხელები გაცვეთილი ქონდა მიშაზე ტაშის კვრით და ხმა ჩახლეჩილი მიშას ძახილით - ამის ვიდეო არსებობს იუთუბ არხზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია",- ამბობს სირაძე.

ის მკაფიოდ პოზიციონირებს ოკუპაციის წინააღმდეგაც:

"როდესაც რაღაც არ მომწონს არ ნიშნავს რომ ვიღაცის მომხრე ვარ, რაც არ მომწონდა ნაცების დროს იმასაც ვაფიქსირებდი და რაც ეხლა არ მომწონს იმასაც ვამბობ. ბევრი ღირსეული პოლიციელი მუშაობს დღეს სისტემაში და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ. ბევრთან მეგობრობა მაკავშირებს და არასდროს ღირსეულ პოლიციელს მე არ გავამტყუნებ. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა!!! მე მშობლებმა ასე გამზარდეს და როდესაც 9 აპრილს დედაჩემი რუსთაველზე იდგა, ბუნდოვნად, მაგრამ მახსოვს როგორ ვიდექი ტელევიზორთან 5 წლის და როგორ ვუყურებდი რაც იქ ხდებოდა. რუსულ ენას სკოლაში პროტესტის ნიშნად არ ვსწავლობდი!!! (ეგ ცალკე თემაა სწორი იყო თუ არა, ალბათ ჯობდა მაინც მესწავლა ) რუსეთი ოკუპანტია!!! რუსეთი ჩვენი მტერია!!! ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია მათ მიერ და გვყავს ათიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი მათ გამო. უამრავი დაღუპული ადამიანი, უამრავი გმირი. ვენაცვალე მათ ხსოვნას და სულებს!!!"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S