პრეზიდენტი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს: ჩვენი ევროპული გზა არის მათი ევროპული გზა

24-10-2024 21:25:08 კონფლიქტები ,პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პრესკონფერენციაზე ჰკითხესმ რა არის მისი გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისადმი. ცნობილია, რომ არჩევნების დღეს ორივე მიმართულებით იკეტება გადასასვლელები.

„უპირველესად, გზავნილი იქნება ის, რომ ვწუხვარ, რომ ამ დღეებში დელიმიტაციის ხაზი გადაკეტილი იქნება და მათ, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, არ ექნებათ საშუალება, რომ მოვიდნენ და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

მაგრამ მე გავიმეორებ იმას, რასაც რამდენიმე წელია უკვე ვეუბნები, რომ ჩვენი ევროპული გზა არის მათი ევროპული გზა და ეს არის ყველაზე ნაღდი ევროპული გზა, რომელიც ჯერ დაგვაახლოებს, შემდეგ კი მიგვიყვანს ერთად იმ სივრცეში, რომელიც მშვიდობიანი სივრცეა და სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზებს ადგილი არ აქვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები