Accentnews.ge
Bayraktar-ის დრონების ქარხანა უკრაინაში 2025 წელს იქნება მზად

Bayraktar-ის დრონების ქარხანა უკრაინაში 2025 წელს იქნება მზად

24/10/2024 18:54:06 მსოფლიო

უკრაინაში თურქული Bayraktar-ის დრონების წარმოების ქარხნის აშენება 2025 წლის აგვისტოსთვის იგეგმება, განაცხადა Baykar-ის ხელმძღვანელმა ჰალუკ ბაირაქტარმა.

„მშენებლობის 80% დავასრულეთ და ახლა მიმდინარეობს ტექნიკის შეკვეთა. წარმოების დაწყების თარიღს განსაზღვრავს ომი, მაგრამ ობიექტი მზად იქნება 2025 წლის აგვისტოში“, - განუცხადა მან Reuters-ს სტამბოლში.

თებერვალში კომპანიის მენეჯმენტმა გამოაცხადა, რომ Baykar-მა დაიწყო ქარხნის მშენებლობა კიევის მახლობლად, სადაც გეგმავს TB2 ან TB3 დრონების მოდელების წარმოებას.

„უკრაინაში დიდი ქარხანაა, ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 500 ადამიანის დასაქმებას“, განუცხადა მაშინ ჰალუკ ბაირაქტარმა Reuters-ს.

უკრაინის ჯარები აქტიურად იყენებდნენ თურქულ დრონებს რუსული ჯავშანტექნიკის და არტილერიის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S