
ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეას "რუსეთის უკანონო ომის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ" მოუწოდებს
25/10/2024 06:28:37 მსოფლიო
ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეას "რუსეთის უკანონო ომის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ" მოუწოდებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.
"ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების, სერიოზულ დარღვევას. ეს იქნება ცალმხრივი მტრული ქმედება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, რომელსაც სერიოზული შედეგები მოჰყვება ევროპისა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ეს განვითარება კიდევ ერთხელ ასახავს იმას, თუ როგორ ავრცელებს რუსეთი არასტაბილურობას და ესკალაციას რეგიონში და მთელ მსოფლიოში. [...] რუსეთი ესკალაციას ახდენს და ეძებს დახმარებას თავისი ომისთვის, მათ შორის იმ აქტორებისგან, რომლებიც სერიოზულად არღვევენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მისი თქმით, ევროკავშირი ამ საკითხზე, მათ შორის რეაგირების თემაზე, პარტნიორებთან კოორდინაციას მოახდენს.