Accentnews.ge
მიხეილ კალანდიას ადვოკატი მოსამართლეს პროკურატურაში უჩივის

მიხეილ კალანდიას ადვოკატი მოსამართლეს პროკურატურაში უჩივის

10/02/2020 09:00:19 სამართალი

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ გენერალურ პროკურატურაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მას დაცვის მხარისთვის უნდა გადაეცა დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების – გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის საქმეზე 2020 წლის 28 იანვარს გამოტანილი განაჩენი და სხდომების აუდიო-ოქმები. ზურაბ თოდუას თქმით, ამ მასალების გარეშე იგი მიხეილ კალანდიას სათანადოდ დაცვას ვერ აგრძელებს.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და მალავს პროკურატურისა და გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმებას", – განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს. თოდუას აინტერესებს, რამ გამოიწვია ჯანაშიას მიერ წინასწარი განზრახვით ჯგუფური მკვლელობის აღიარება, მაშინ, როცა მანამდე ამტკიცებდა, რომ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.

28 იანვარს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი (11 წლით და 3 თვით პატიმრობა) ძალაში დატოვა, ხოლო გიორგი ჯანაშიას, რომელმაც მანამდე აღიარა დავით სარალიძის მკვლელობისთვის წარდგენლი ბრალი და პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, სააპელაციო სასამართლოს მიერ მისჯილი 11 წლითა და 3 თვით პატიმრობის ნაცვლად, თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც 4 წელს იგი პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება.

ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის ყოფილი მოწმის - 2019 წლის ივნისში დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. მას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობა ედება ბრალად.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის დეკემბერში თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანებს შორის მოხდარ ჩხუბს ემსხვერპლნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S