Accentnews.ge
ზუგდიდის მერის სტიპენდია 104 სტუდენტს დაენიშნა

ზუგდიდის მერის სტიპენდია 104 სტუდენტს დაენიშნა

25/10/2024 08:11:36 საზოგადოება, რეკლამა

ზუგდიდის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.

"აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ მიიღო.

ახალგაზრდების წახალისება ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მერია ახალგაზრდული მიმართულებით არაერთ პროექტს ახორცილებს.

მერის სტიპენდია ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი/დევნილი) ახალგაზრდებზე (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე), რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე;

სტუდენტები მერის სტიპენდიას 250 ლარის ოდენობით მიიღებენ", – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S