Accentnews.ge
კალაძის მმართველობის  დროინდელი ააიპ–ის ადმინისტრაციის უფროსი დააკავეს

კალაძის მმართველობის  დროინდელი ააიპ–ის ადმინისტრაციის უფროსი დააკავეს

10/02/2020 10:05:29 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქ. თბილისის მერიის ააიპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს" ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და შპს „ტექრეისერს“-ის ფაქტობრივი მფლობელი დააკავეს. დამატებით სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს" ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა წინასწარი განზრახვის შესაბამისად, 34550 ლარით გაზრდილ ფასად შპს „ტექრეისერს“-ისგან შეისყიდა 23 ერთეული კომპიუტერი (ე.წ. „ლეპტოპი“). გაზრდილი ფასის შედეგად დარჩენილ სხვაობას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს “ტექრეისერს”-ის დირექტორისა და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მფლობელის დახმარებით. ამასთან, ააიპ–ის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა სააგენტოში თავისი რეკომენდაციით 2019 წლის აგვისტოში დაასაქმა ორი პირი, რომლებიც მასთან წინასწარი შეთანხმებით არ ასრულებდნენ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, არ ცხადდებოდნენ სამსახურში, სახელფასო ბარათები გადაცემული ჰქონდათ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისთვის, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნული პირების სახელზე ჩარიცხულ 29 000 ლარს.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", – ნათქვამია სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S