Accentnews.ge
დანით შეიარაღებული მამაკაცი სანქტ-პეტერბურგის სუპერმარკეტში გამვლელებს დაესხა თავს

დანით შეიარაღებული მამაკაცი სანქტ-პეტერბურგის სუპერმარკეტში გამვლელებს დაესხა თავს

25/10/2024 10:42:34 მსოფლიო

დანით შეიარაღებული მამაკაცი სანქტ-პეტერბურგის (რუსეთი) სუპერმარკეტ "ოკეიში" მყოფ ადამიანებს დაესხა თავს, დაშავებულია 6 მოქალაქე, - იუწყება გამოცემა "Baza".

"ფონტანკას" ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. პოლიცია 44 წლის იურის, რომელიც მარკეტის სიახლოვეს მცხოვრები აღმოჩნდა, "მარგინალურ ტიპად" ახასიათებს.

"მაღაზიაში შესვლისთანავე მან არაადეკვატურად დაიწყო მოქცევა - ისროდა შამპანურის ბოთლებს, შემდეგ დანა ამოიღო და დარბაზში მყოფთ დაერია. ჩემს თვალწინ მიაყენა ჭრილობა ვიღაც ქალს მკერდში" - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

ამ დროისთვის ჰიპერმარკეტი დაკეტილია, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია,- იუწყება გამოცემა «Осторожно, новости».

დაკავებულს 10 წლამდე ვადით პატიმრობა ელის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S