Accentnews.ge
საელჩო: იტალიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში

საელჩო: იტალიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში

25/10/2024 12:20:33 პოლიტიკა

საქართველოში იტალიის საელჩოს ცნობით, იტალიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში.

"საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024:იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა იტალიელი პარლამენტარების დელეგაციას, რომლებიც ეუთოს, ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიის წევრები არიან. იტალიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში", – აცხადებენ დიპლომატიურ უწყებაში.

ცნობისთვის: 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S