Accentnews.ge
სირსკი დეზინფორმაციას უწოდებს პუტინის ცნობებს კურსკში უკრაინის ჯარების ალყაში მოქცევის თაობაზე

სირსკი დეზინფორმაციას უწოდებს პუტინის ცნობებს კურსკში უკრაინის ჯარების ალყაში მოქცევის თაობაზე

25/10/2024 12:34:54 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი დეზინფორმაციას უწოდებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების ალყაში მოქცევის თაობაზე.

„აგრესორი ქვეყნის მეთაურის მიერ BRICS-ის სამიტზე გამოქვეყნებული განცხადება კურსკის რეგიონში უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევის შესახებ არ შეესაბამება რეალობას, ეს არის აშკარა დეზინფორმაცია, რომელიც არ ასახავს რეალურ ვითარებას“, - თქვა სირსკიმ.

მთავარსარდლის მტკიცებით, უკრაინული ჯარები აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს კურსკის მიმართულებით და მესამე თვეა, ანადგურებენ მოწინააღმდეგის საბრძოლო პოტენციალს.

სირსკის ცნობით, ამ მიმართულებაზე მოწინააღმდეგის მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, რუსული ძალები პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.

სისრსკი ამბობს, რომ 8 აგვისტოდან დღემდე ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის ჯარებმა დაკარგეს პირადი შემადგენლობიდან 17 819 ადამიანი, ტყვედ ჩავარდა 711 ჯარისკაცი, ასევე დაკარგეს 45 ტანკი, 256 ერთეული ჯავშანტექნიკა, 565 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, 99 საარტილერიო სისტემა, 5 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა.

მანამდე პუტინმა თქვა, რომ კურსკის ოლქში დაახლოებით 2 000 უკრაინელი სამხედრო ალყაშია მოქცეული.

უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდნენ და მას შემდეგ აგრძელებენ ოპერაციას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S