Accentnews.ge
მედია: ზელენსკიმ გუტერეშს BRICS-ის სამიტზე დასწრების შემდეგ უკრაინაში ვიზიტზე უარი განუცხადა

მედია: ზელენსკიმ გუტერეშს BRICS-ის სამიტზე დასწრების შემდეგ უკრაინაში ვიზიტზე უარი განუცხადა

25/10/2024 13:02:56 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს უკრაინაში ვიზიტზე უარი განუცხადა, – იუწყება AFP.

როგორც გამოცემა იტყობინება, ზელენსკის უარის მიზეზი გუტერეშის მიერ რუსეთში, ქალაქ ყაზანში BRICS-ის სამიტზე დასწრებაა.

"ყაზანის შემდეგ გუტერეშს უკრაინაში ჩამოსვლა სურდა, თუმცა მისი ვიზიტის სურვილი პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა. ამიტომ გუტერეში აქ არ იქნება, კერძოდ, ყაზანში საღი აზრისა და საერთაშორისო სამართლის შეურაცხყოფის გამო", - ეუბნება უკრაინული წყარო გამოცემას.

22 ოქტომბერს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად რუსეთში, ქალაქ ყაზანში, ჩავიდა, სადაც იგი მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S