მარშრუტები, რომელზეც ხვალიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლიან
10/02/2020 11:09:42 საზოგადოება
თბილისის მერიის განცხადებით, ხვალიდან დედაქალაქში მგზავრებს დამატებით „ისუზუს“ მარკის ოთხი ავტობუსი მოემსახურებათ.
მარშრუტები, რომელზეც ახალი რვამეტრიანი ავტობუსები ივლიან შემდეგია:
- N53 – ცაიშის ქუჩა (კუკია) – სადგურის მოედანი;
- N49 – სადგურის მოედანი – შალვა ნუცუბიძის III მ/რ. (წრიული);
- N44 – ზემო ფონიჭალის დასახლება – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს);
- N47 – ნუცუბიძის I მ/რ. – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ);
მერიის ცნობით, 13 თებერვლიდან ახალი ავტობუსები კიდევ ხუთ სამარშრუტო ხაზზე გადანაწილდებიან:
- N22 – სოფელი ნასაგური – მეტროსადგური „ისანი“;
- N41 – სოფელი წინუბანი – მეტროსადგური „ისანი“;
- N29 – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) – სოფელი თხინვალა;
- N89 – მეტროსადგური „დიდუბე“ – ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ);
- N18 – სოფელი პატარა ლილო – მეტროსადგური „ისანი“;
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული „ისუზუსა“ (ISUZU) და 90 ერთეული „მანის“ (MAN) მარკის ავტობუსები შეისყიდა.
„მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.


