
გრიგოლ ვაშაძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები“
10/02/2020 11:30:20 საშინაო პოლიტიკა
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე სისულელეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, იგი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უთანხმოების გამო ხსენებული თანამდებობის დატოვებას აპირებს.
„წავედი მხოლოდ დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები“, – განაცხადა დღეს გრიგოლ ვაშაძემ.
ცნობისთვის: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ზაზა ბიბილაშვილი, მარიამ გერსამია, ნინო კალანდაძე და ჩიორა თაქთაქიშვილი ტოვებენ.