Accentnews.ge
"დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" მმართველი გუნდის საარჩევნო ინიციატივის მხარდაჭერის პირობები დაასახელეს

"დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" მმართველი გუნდის საარჩევნო ინიციატივის მხარდაჭერის პირობები დაასახელეს

10/02/2020 12:09:00 საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო ფრაქციამ "დამოუკიდებელი დეპუტატები" მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო მოდელის მხარდაჭერის პირობები დაასახელა.

ფრაქცია კომპრომისულ წინადადებებს აყენებს, რომლებიც სამ ძირითად პუნქტს ეფუძნება:

1. 2024 წლიდან აუცილებლად შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში არსებული მუხლის ცვლილება 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ;

2. თუკი 2020-სა და 2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე პრინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის;

3. არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო არჩევნების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის;

"ზემოთხსენებული სამი პირობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ, ფართო კონსენსუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მოდელით“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ცნობისთვის: საარჩევნო სისტემასტან დაკავშირებით "ლეიბორსტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების სხდომა მიმდინარეობს. ოპოზიციამ შესაძლოა, მმართველ გუნდს მანდატების შემდეგნაირად განაწილების ვარიანტი შესთავაზოს: 135 მანდატი - პროპორციული სიით, 15 მანდატი - მაჟორიტარული წესით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S