Accentnews.ge
სიღნაღსა და წნორში მუნიციპალურ სასადილოებში სოციალურად დაუცველებს საკვებს აკლებდნენ

სიღნაღსა და წნორში მუნიციპალურ სასადილოებში სოციალურად დაუცველებს საკვებს აკლებდნენ

10/02/2020 12:50:25 სამართალი

სიღნაღისა და წნორის მუნიციპალურ სასადილოებში სოციალურად დაუცველებს საკვებს აკლებდნენ. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი.

"კომპანია, რომელსაც სოციალურად დაუცველი 184 მოქალაქისთვის უფასო მუნიციპალურ სასადილოში კვება უნდა უზრუნველეყო, დადგენილთან შედარებით მცირე ულუფებს არასათანადო პირობებში ამზადებდა. აღნიშნულის გამო მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხიანი მომსახურება ვერ მიიღო", – ნათქვამია დოკუმენტში.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, უხარისხო საკვებისა და მცირე ულუფების თაობაზე საჩივრით ბენეფიციარებმა მერიას 2018 წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართეს.

"საკვები პროდუქტების ხარისხის და სასადილოს სანიტარული ნორმების შემოწმებისას დარღვევები არაერთხელ გამოვლინდა და მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ აქტებიც შედგა. მიუხედავად ამისა, სიღნაღის მუნიციპალიტეტმა კომპანიის წინააღმდეგ სანქციები არ გამოიყენა და 2018 წელს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა (116,6 ათასი ლარი) სრულად აუნაზღაურდა", ნათქვამია დოკუმენტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S