Accentnews.ge
მარნეულის ორ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები ცემეს

მარნეულის ორ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები ცემეს

26/10/2024 08:50:24 სამართალი, საზოგადოება

დამკვირვებლების ცემის ორი ფაქტი დაფიქსირდა მარნეულში. ერთი ინციდენტი მოხდა #74-ე საარჩევნო უბანზე.

დამკვირვებლის თქმით, მან შენიშვნა მისცა კომისიის წევრებს მაგიდების განლაგებასა და მარკირების დარღვევებზე, რის შემდეგაც ოთახის დატოვება მოსთხოვეს.

ნაცემია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქერიმოვი.

"აქ საშინელება ხდება, მოვედით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს აგდებდნენ უბნიდან, მოვედით გასაკონტროლებლად ამ სიტუაციის და უცებ რაღაც ბანდიტური ჯგუფი შემოვიდა საარჩევნო უბანზე და დაგვიწყეს რტყმევა, განურჩევლად, გინება და ჩვენი პარტიის თავმჯდომარე არის სასტიკად ნაცემი. სასწრაფოს ველოდებით ჯერ არ მოსულა, პოლიციას ველოდებით პოლიცია არ არის. ბანდაა შეკრებილი აქ და გვემუქრებიან მოკვლით," - ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი კახა კვეკვესკირი.

კიდევ ერთი ეპიზოდი უკავშირდება # 69-ე უბანს.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჩემი ხმა" იტყობინება, რომ დამკვირვებელს, რომელსაც საარჩევნო ყუთში ბიუკეტენების მასობრივი ჩაყრის ფაქტი ასახა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S