
საარჩევნო უბანზე პირმა ხმის მიცემის ელექტრონული აპარატი დააზიანა
26/10/2024 09:26:46 პოლიტიკა, სამართალი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდველაში, # 23 საარჩევნო უბანზე უცნობმა პირმა ინვენტარი დააზიანა.
დაზიანებულია ხმის მიცემის ელექტრონული აპარატი.
დაძაბულობისას შეუძლოდ გახდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრი.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიცია.
განვითარებული მოვლენების შედეგად ელექტრონული აპარატი საარჩევნო ყუთით შეცვალეს.