
სალომე ზურაბიშვილი: სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება
26/10/2024 09:56:59 პოლიტიკა
სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ შემთხვევას, კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.
„სირცხვილია, სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
მარნეულის #69 უბანზე, სადაც საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა დაფიქსირდა, საარჩევნო უბნის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისად, შეწყვეტილია მის მიცემის პროცესი.
ცესკოს წარმომადგენელმა იაკობ ასანიძემ თქვა, რომ გადაწყვეტილებებს საოლქო კომისია მიიღებს.
მანამდე ცესკოს ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა საოლქო საარჩევნო კომისიას მოუწოდა, სასწრაფოდ გაერკვეს ვითარებაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
მან ასევე მოუწოდა სამინისტროს, სწრაფ ტემპში განხორციელდეს შესაბამისი პროცესურები, რათა საზოგადოებას მიწოდოს ინფორმაცია უწყებებიდან შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში.
„ყველა ასეთი შემთხვევა, შეესაბამება თუ არა ის სინამდვილეს, აზიანებს საარჩევნო გარემოს, აზიანებს კენჭისყრის მთლიანობას და აზიანებს ინსტიტუციის რეპუტაციას და იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებთან მიმართებაში“,- თქვა კალანდარაშვილმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021