Accentnews.ge
ბიულეტენების მასობრივ ჩაყრასთან დაკავშირებით შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ბიულეტენების მასობრივ ჩაყრასთან დაკავშირებით შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

26/10/2024 10:13:45 პოლიტიკა, სამართალი

მარნეულში #69-ე უბანზე ბიულეტენების მასობრივ ჩაყრასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მანამდე უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მოუწოდა.

როგორც "აქცენტს" შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ს 164 პრიმა მუხლით დაიწყო , რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს. კერძოდ, არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.

დანაშაული თავისუფლების ორი წლის ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის მარნეულში #69-ე საარჩევნო უბანი დახურულია.

ცესკოს წარმომადგენელმა იაკობ ასანიძემ მედიას უთხრა, რომ შესაბამისი განკარგულება საუბნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო და ასევე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებსაც.

მანამდე გავლრცელდა ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის ამსახველი ფაქტები.

"ჩემი ხმა" იტყობინება, რომ დამკვირვებელზე, რიმელმაც კადრები გადაიღო, ფიზიკურად იძალადეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S