Accentnews.ge
"ტვ პირველი": თავს დაესხნენ ჩვენს გადამღებ ჯგუფს, ნაცემია ოპერატორი, განადგურებულია აპარატურა

"ტვ პირველი": თავს დაესხნენ ჩვენს გადამღებ ჯგუფს, ნაცემია ოპერატორი, განადგურებულია აპარატურა

26/10/2024 10:22:19 პოლიტიკა, სამართალი

"ტვ პირველი" იტყობინება, რომ კახეთში, ქვემო ხოდაშენში თავს დაესხნენ მათ გადამღებ ჯგუფს.

შემთხვევა, მათი ინფორმაციით, #16 საარჩევნო უბანთან მოხდა.

"გადამღები ჯგუფი "ოცნების" დაჯგუფების წევრების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც "ტვ პირველის" ოპერატორმა ამომრჩეველზე ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები გადაიღო. საარჩევნო უბანთან უცნობი პირები ავტომობილებში სიებით იყვნენ მობილიზებულები და თანხებს არიგებდნენ",- იტყობინება ტელეკომპანია.

მათივე ცნობით, ნაცემია ოპერატორი და ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა სრულად განადგურებულია.

"ტვ პირველი" შსს მოუწოდებს, მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლვ გამოძიება დაიწყოს.

არხი აცხადებს, რომ ადგილისკენ მორიგ გადამღებ ჯგუფს გზავნიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S