Accentnews.ge
ისან-სამგორის რაიონში, საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, პერიოდულად იძაბება ვითარება

ისან-სამგორის რაიონში, საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, პერიოდულად იძაბება ვითარება

26/10/2024 10:32:10 პოლიტიკა, სამართალი

ისან-სამგორის რაიონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პირთა ჯგუფი. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ამომრჩეველთა ნების კონტროლს ცდილობდნენ, ჰქონდათ სპეციალური სიები და მოუწოდებდნენ ტერიტორიის დატოვებისკენ. აღნიშნულს თავად აღნიშნული პირები უარყოფდნენ.

ადგილზე ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც მათ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

ადგილზე პერიოდულად იძაბება ვითარება. პოლიცია ჯერ არ გამოჩენილა.

განახლება

ადგილზე პოლიცია მივიდა. განაცხადეს, რომ ერკვევიან ვითარებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S