"აჭარაში მუქარის, ძალადობის, დამკვირვებლების გაძევების პროცესში მონაწილეობს პოლიციის სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე"- თქვა კუპრაძე დარღვევებზე საუბრობს

26-10-2024 15:26:39 პოლიტიკა

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ ბათუმში გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა.

"აჭარაში მუქარის, ძალადობისა და საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლების გაძევების პროცესში მონაწილეობენ სამართალდამცველები - და პირადად პოლიციის სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე",- თქვა კუპრაძემ.

მისივე თქმით, ბათუმის მე-2 საარჩევნო უბნიდან რამდენიმე დამკვირვებელი უკანონოდ გააძევეს. მე-16 უბანზე კი საარჩევნო პროცესი ზეწოლისა და მუქარის ფონზე მიმდინარეობს, მათ შორის, ზეწოლა ხორციელდება ცესკოს კომისიის წევრებზეც.

"ბათუმში, 30-ე უბანზე რეგისტრატორები იმ ადამიანების ბიულეტენებს ხელოვნურად აზიანებენ, რომლებზეც ქართულ ოცნებაში ინფორმაცია აქვთ, რომ ისინი მათი მხარდამჭერები არ არიან",- ამბობს კუპრაძე და განაგრძობს, რომ "37-ე და 72-ე უბნებზე, "ქართული ოცნების" აგიტატორები უბნის შენობაში შედიან, მოქალაქეებს ემუქრებიან და აგიტაციას აწარმოებენ".

"ბათუმში ყველა საარჩევნო უბანთან ქართული ოცნების აგიტატორების სამარშრუტო ტაქსები დგას, რომლებშიც აგიტატორები სიებითა და ფულის ტომრებით სხედან და მოქალაქეების მოსყიდვა ადგილზე ხდება". - თქვა კუპრაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები