
IRI: აუცილებელია გამჭვირვალე, სანდო და ლეგიტიმური არჩევნები
26/10/2024 11:46:40 პოლიტიკა
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) აცხადებს, რომ ორგანიზაციის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელობა დღეს დილით თბილისში საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
„ჩვენი სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელობა - დენიელ ტვინინგი, მარგარეტა სედერფელტი და ყოფილი კონგრესმენი, ჯონ შიმკუსი - დღეს დილით თბილისში, საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
IRI–ს დამკვირვებელი ანტონია ჰენრიეტა რუთი აღნიშნავს, რომ მოხარულია, რომ საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება და დასძენს, რომ "აუცილებელია გამჭვირვალე, სანდო და ლეგიტიმური არჩევნები".
ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.