Accentnews.ge
ფარულობის, მარკირების წესის დარღვევა, აგიტაცია, უბნიდან გაძევება - საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 133 საჩივარი

ფარულობის, მარკირების წესის დარღვევა, აგიტაცია, უბნიდან გაძევება - საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 133 საჩივარი

26/10/2024 12:40:10 პოლიტიკა

ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 133 საჩივარი.

მათი თქმით, საჩივრები ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა; მარკირების წესის დარღვევა, საჩივარი უბნის გარეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით; აგიტაცია; უბნიდან გაძევება; დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის მათ და ექნება შესაბამისი რეაგირება.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ „ძირითადად კენჭისყრა მშვიდ და პროფესიულ გარემოში გრძელდება":

"ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს, საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში”, - განაცხადა იოსელიანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S