
"ერთიანობა": ჩვენს წარმომადგენელს თავს დაესხნენ, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში
26/10/2024 13:11:08 პოლიტიკა, სამართალი
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, ისნის ოლქში, #9 საარჩევნო უბანთან, მმართველი პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ოპოზიციის წარმომადგენელს მარიამ დოლიძეს.
როგორც იტყობინებიან, ის კლინიკაშია გადაყვანილი, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში.
"თავდამსხმელები იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში, აწყობდნენ პროვოკაციებს. მას შემდეგ კი, რაც მარიამმა კანონის მითითებით ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა - ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წარმომადგენელს.
მარიამი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში.
ეს ჩვენს წარმომადგენლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, მთელი დღეა, წაგების აგონიაში მყოფი ივანიშვილის ტიტუშკები ფიზიკურად უსწორდებიან "ერთიანობის" წევრებს. ''ქართული ოცნება'' მარცხდება! ძალადობის ყველა ფაქტი იქნება გამოძიებული! მოდი არჩევნებზე და დაასრულე ძალადობა!" - იტყობინება ენმ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, ისნის ოლქში, #9 საარჩევნო უბანთან, მმართველი პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ოპოზიციის წარმომადგენელს მარიამ დოლიძეს.