Accentnews.ge
ISFED: მარნეულში, N22 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ყუთში 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა

ISFED: მარნეულში, N22 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ყუთში 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა

26/10/2024 14:44:27 პოლიტიკა, საზოგადოება

"სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორმა ნინო დოლიძემ გამოვლენილ დარღვევებზე საუბრისას თქვა, რომ მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამჯეტრად საუბარია N22 საარჩევნო უბანს, სადაც მისი ცნობით, კომისიის წევრმა საარჩევნო ყუთში 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა და "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი უბნიდან გააძევა.

ფაქტი გასაჩივრებულია საეოლქო საარჩევნო კომისიაში.

"რა თქმა უნდა, გასაჩივრებული გვაქვს აღნიშნული საარჩევნო უბანი".

"N22-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ჩაყარა 20-ზე მეტი ბიულეტენი და "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევა," - განაცხადა ნინო დოლიძემ.

მსგავსი შემთხვევა მარნეულის N69-ე უბანზეც დაფიქსირდა. მოქალაქეებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები მასობრვად ჩაყარეს. ფაქტის აღბეჭდვა დამკვირვებელმა მოხერხა, რის შემდეგაც მასზე იძალადეს. ამ უბანზე კენჭისყრის პროცესი შეწყდა. მოგვიანებით კი უბანზე დაფიქსირებული შედეგები გაბათილდა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გამოვლენილია ფარულობის და მარკირების წესების დარღვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S