
"თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ, მესამეჯერ წავიდე იქ"
10/02/2020 14:33:01 საშინაო პოლიტიკა
უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.
უგულავას განცხადებით, "თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, ის მზადაა მესამეჯერ წავიდეს იქ".
"„როგორც ცნობილია, ივანიშვილმა თადუმაძის ხელით პრაქტიკულად იგივე საქმეზე, რაც მაქვს მოხდილი, არსებითად ვგულისხმობ, რადგან შემდეგ დაიწყება სპეკულაციები, რომ ეს ის არ არის, ეს სხვა საქმეა და დაიწყება ბოდვის დამტკიცება, მე არ ვაპირებ, შევიდე სამართლებრივ ნაწილში, რადგან სამართლებრივად ეს ყველაფერი უბრალოდ არაფერი არ არის. ცარიელი ადგილია და არაფერზე საუბრით არ გადაგღლით. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც სუფთა ფორმალურად რომ ვთქვათ, იმის დროც კი არ ჰქონდათ, საქმეს გაცნობოდნენ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც კი, და თავმოყვარეობაზე იქ ახალდანიშნულებში ძალიან დაბალი ნიშნულია მოგეხსენებათ, ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც არ შეასრულა ეს ბრიყვული ბრძანება, გაბინაშვილის ამ უვიცი მოსამართლის და უდიპლომო თადუმაძის, რომელსაც ალბათ თვის ბოლოს თანამდებობაზე კიდევ უფრო დააწინაურებს ივანიშვილი, მათი ხელით მომისაჯა ეს ბოდვა. ჩემს ახლობლებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს ვუთხარი და აქედანაც მივმართავ, პირველი და მთავარი, მხოლოდ სიმტკიცე ღიმილი, მინიმალური ღელვა და მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე" - განაცხადა უგულავამ.