Accentnews.ge
მეზვრიშვილი: გამოვლენილ სისტემურ დარღვევებს პირდაპირი გავლენა აქვს არჩევნებზე

მეზვრიშვილი: გამოვლენილ სისტემურ დარღვევებს პირდაპირი გავლენა აქვს არჩევნებზე

26/10/2024 22:37:59 პოლიტიკა

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.

მან კენჭისყრის დღის შეჯამებისას ჩამოთვალა კონკრეტული დარღვევები და თქვა, რომ უკვე მიმართეს საგამოძიებო ორგანოს რეაგირებისთვის.

"მინდა ძირითადი სისტემური დარღვევები შევაჯამო, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს არჩევნებზე. ამის გამო შედეგები ბუნებრივად იწვევს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. ცალსახად დადასტურდა, რომ რეალურად სხვა ადამიანების პირადობის მოწმობების გამოყენებით, სხვა ადამიანები აძლევდნენ ხმას. ეს, ალბათ, გასაკვირი არაა, როცა წინა კვირაში წარმოვადგინეთ დეტალური სქემა, როგორ იყო კომისიები დაკომპლექტებული მთლიანად "ოცნებისადმი" ლოიალურად განწყობილი ადამიანებით.

მეორე სისტემური დარღვევაა მოსყიდვები - კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები წარმოვადგინეთ და გაეგზავნა ყველა დამკვირვებელს, ფულს როგორ არიგებდა მიკროავტობუსებით ჩამომდგარი "ოცნების" პარტაქტივი. ჩვენ მივმართეთ საგამოძიებო ორგანოებს პირადობებთან დაკავშირებით. შევიტანეთ დღესვე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განცხადება და ვაგრძელებთ რეაგირებას სხვა დარღვევებზე.

შემდეგი სისტემური დარღვევა, რომელიც სულ ახლახანს ხმების გადათვლის დროს გამოვლინდა - ბათილ ბიულეტინებს, სადაც ამომრჩეველს გამოხატული აქვს ნება, რომ არცერთ პარტიას არ ირჩევს და მხოლოდ იმიტომ, რომ გადახაზული ხაზი სადღაც რაღაც დოზით "ოცნების" 41-ის წინ არსებულ რგოლზე გადის, უთვლიან "ოცნებას". ეს ხდება ყველა უბანზე.

ხმების გადათვლა სანთლის შუქზე მიმდინარეობს ხარაგაულში, ზესტაფონში, გონიოში, ხობში.

დღის განმავლობაში ათეულობით ფაქტი დააფიქსირეს ჩვენმა წარმომადგენლებმა, სადაც "ოცნება" არიგებდა ბიულეტინებს, სადაც წინასწარ ამ დარიგებულ ბიულეტინზე "ოცნება" იყო მონიშნული წრის შიგნით.

დილის 8 საათიდან მასშტაბურად დაფიქსირდა კარუსელის მეორე ნაირსახეობა - ერთ ამომრჩეველს აძლევდნენ ორ ბიულეტინს. არაფერს ვსაუბრობ იმაზე, რა ხდებოდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის კუთხით, მობილიზებული იყო ქუჩის ე.წ. შპანა, უბნებზე ხდებოდა შევარდნები",- თქვა მეზვრიშვილმა.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ არ აღიარებენ ცესკოს მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს. "ძლიერ საქართველოში" განაცხადეს, რომ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას და გააგრძელებენ ხმების დაცვას.

22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 251-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 53.064% დააგროვა, რაც მას ხელისუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.

"ჩემი ხმა": გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს მოქალაქეების ნებას, შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S