ცესკო: საზღვარგარეთ გახსნილი 67 უბნიდან დათვლილია 52 უბნის შედეგები, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ხმების 29.076%-ით ლიდერობს
27/10/2024 05:30:27 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, ხმების 29.076%-ით (5489 ხმა) „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ლიდერობს.
წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 29.076% (5489 ხმა);
„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობა“ – 20.839% (3934 ხმა);
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“–17.735% (3348 ხმა);
„ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ –14.053% (2653 ხმა);
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" – 8.449% (1595 ხმა);
- ცნობისთვის: საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო. ამ დროისთვის დათვლილია უბნების 97% – 3111–დან 3018 და წინასწარი შედეგებით, „ოცნებას“ 54,24% აქვს.
4 ოპოზიციური სუბიქტებიდან არჩევნების შედეგების არ აღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".


