Accentnews.ge
კალანდარიშვილი: ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა

კალანდარიშვილი: ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა

27/10/2024 07:24:59 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიების დუბლირების შესახებ ცნობები უსაფუძვლოა.

მისი თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა.

„ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა პირველი და მეორე ფაზის აუდიტის შედეგები, სადაც ცალსახად დადასტურებულია და დოკუმენტების თარგმნისთანავე ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის ის მანიპულაციურად წამოჭრილი საკითხი, თითქოს, ამომრჩეველთა ერთიან სიებში იყო სიების დუბლირება, განსაკუთრებით ვერიფიკაციის ნაწილში. ეს იმთავითვე უსაფუძვლოა, როგორც მინიმუმ, რომ ქაღალდის კვალის პირობებში, მაშინ როდესაც სიები სრულად აუდიტირებადი იყო, ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა ამომრჩეველთა სიები, ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. დღეს ეს ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, მიუთითა იმაზე, რომ ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს“, - თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.

დამკვირვებლები მიუთითებენ, რომ გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ხმის მიცემას ახერხებდნენ პირები, რომლებსაც სხვა უბანზე უკვე ჰქონდათ არჩევანი დაფიქსირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S