Accentnews.ge
პუშკოვი: "გილოცავთ! დასავლეთს სქართველოში გეგმა ჩაუვარდა!"

პუშკოვი: "გილოცავთ! დასავლეთს სქართველოში გეგმა ჩაუვარდა!"

27/10/2024 08:48:31 პოლიტიკა

რუსი სენატორი, ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი როგორც ქართველებს, ისე რუსეთს "საქართველოში დასავლეთის გაწბილებას" ულოცავს.

როგორც პუშკოვი სოცქსელში წერს, "მართალია, არეულობის ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ დასავლეთის გეგმა, ოპოზიციის მხარდაჭერის გზით საქართველოში რეჟიმი შეეცვალა, ჩავარდა".

"დასავლეთის ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველო თავის ნახევრადკოლონიად გადაექცია, ჰპირდებოდა რა ქვეყანას ევროპული ერების მულტიგენდერულ და "არაბინარულ" ოჯახში გაერთიანებას, თუმცა ამან ქართველი ამომრჩევლების უმრავლესობა რატომღაც არ მოხიბლა. ისევე, როგორც ვერ მოხიბლა დემაგოგიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის შესრულებით, რომელიც სულ უფრო მეტად გამოიყურება, როგორც წარსულში ჩარჩენილი სააკაშვილის დროის რელიქტი. სააკაშვილიც ოცნებობდა საქართველოში ახალ პროდასავლურ რევოლუციაზე - და სადაა ახლა?!" - წერს რუსი სენატორი სოცქსელში და იქვე პრეზიდენტ ზურაბიშვილის "მოშორების" საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას:

"პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ჰპირდებოდა რა ქართველებს ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩაფიქრებული ჰქონდა, შვიდი გადასაფარებლის პოლიტიკური ცეკვა ეცეკვა, თუმცა ეს ვერ გამოუვიდა - ხალხის უმრავლესობა ვერ მოხიბლა და ახლა, იმ არჩევნების შემდეგ, რომელმაც კვლავ მოუტანა "ქართულ ოცნებას" გამარჯვება, დგება საკითხი, რამდენად ეწერება ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, ქართველი ხალხის განწყობებში?".

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ "ოცნებას" გამარჯვება უკვე მიულოცეს კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა, უნგრეთის პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S