ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს
10/02/2020 17:31:44 სამართალი
თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, წინასწარი ვერსიით, ქალს ყელის არეში დაზიანება ყოფილმა მეუღლემ მიაყენა.
ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ აღენიშნება.
მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევენ.


