Accentnews.ge
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "რთულია, 26 ოქტომბრის არჩევნები ვაღიაროთ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი"

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "რთულია, 26 ოქტომბრის არჩევნები ვაღიაროთ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი"

28/10/2024 06:10:08 პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩვენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ლიეტუვისთვის რთულია, 26 ოქტომბრის არჩევნები ვაღიაროთ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი".

გარდა ამისა, ლიეტუვა გამოდის "მოწოდებით, სასწრაფოდ ჩატარდეს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება არჩევნებსა და მის განმავლობაში ყველა მოხსენებული დარღვევის შესახებ".

საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტო რაოდენობის ინციდენტებით და სისტემური დარღვევებით ხასიათდებოდა როგორც საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე უშუალოდ კენჭისყრის დღეს.

ეს მოიცავს ბრალდებებს ხმების მოსყიდვის შესახებ, საარჩევნო უბნებზე ფიზიკური ძალადობის ინციდენტების, მათ შორის – თავდასხმების და დამოუკიდებელი დამკვირვებლების წინააღმდეგ დაშინების, მედიის საქმიანობის შეზღუდვისკენ მიმართული ქმედებების შესახებ. თუმცა, ჩარევის ყველაზე შემაშფოთებელი მტკიცებულება მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მასშტაბურ თავდასხმებს, საარჩევნო კამპანიაში დეზინფორმაციის სისტემურ გამოყენებასა და საარჩევნო პროცესებში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ეხება.

ეს დარღვევები დაფიქსირდა ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებლის მიერ.

  • დარღვევების მასშტაბი და სისტემური ხასიათი ისევე, როგორც მკვეთრი შეუსაბამობა დამოუკიდებელი ეგზიტპოლების შედეგებსა და ოფიციალურად გამოცხადებულ შედეგს შორის, ამ არჩევნების ლეგიტიმურობასა და საბოლოო შედეგს სერიოზულ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების ოფიციალური შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა. ამ კონტექსტში, ლიეტუვისთვის რთულია, 26 ოქტომბრის არჩევნები ვაღიაროთ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

ქართველი ხალხის დემოკრატიულ უფლებებს პატივი უნდა სცენ. ნებისმიერი მცდელობა, ძირი გამოეთხაროს ამ უფლებებს სრულად მიუღებელია.

  • ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, სასწრაფოდ ჩატარდეს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება არჩევნებსა და მის განმავლობაში ყველა მოხსენებული დარღვევის შესახებ.
  • საქართველოს პარლამენტის მიერ უაღრესად საკამათო კანონის მიღების გამო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი უკვე შეჩერებულია. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში მომხდარი დარღვევები ამ გზას კიდევ უფრო ართულებს. შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს მმართველ პარტიას და მის ლიდერებს.
  • ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტების შეჩერებას და საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების გაყინვას. გარდა ამისა, სასწრაფოდ უნდა იქნას განხილული დამატებითი შემზღუდავი ზომები არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ.

ლიეტუვა გააგრძელებს ქართველ ხალხის და მისი ევროპული არჩევანის გვერდით დგომას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევად მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S