
"ოცნებისადმი" რუსი პროპაგანდისტების მილოცვები არ წყდება
28/10/2024 06:32:48 მსოფლიო
საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სანდოობის მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ არსებული კითხვის ნიშნების ფონზე რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა საგრძნობლად არის გააქტიურებული. მისი ცნობილი სახეები ერთი მეორეს მიყოლებით "გულითადად ულოცავენ" ქართველებს "საღი აზრის გამარჯვებას", "გამოფხიზლებას" და "დასავლელი კოლონიზატორების წნეხისგან გათავისუფლებას", რადაც რუსეთში 26 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებას აფასებენ.
კოლეგა პროპაგანდისტების კვალდაკვალ ქართველებს დღეს თინა კანდელაკმა მიულოცა.
"მოხდა მართლაც შეუძლებელი. საქართველომ აჩვენა, რომ ათწლეულების ზომბირებამ არ იმუშავა, რომ კულტურული კოდი და მრავალსაუკუნოვანი ღირებულებები არაა ის, რისი გაქრობაც ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევითაა შესაძლებელი. "ქართული ოცნების" გამარჯვება - ეს მართლმადიდებლური ტრადიციებისა და უძველესი ქართული კულტურის გამარჯვებაა ე.წ. დასავლეთსა და სრულიად უცხო კოლონიალურ სუროგატზე, რომლითაც ქართველებს ამდენი ხნის განმავლობაში კვებავდნენ. გულითადად ვულოცავ "ქართულ ოცნებას" დამსახურებულ საუცხოო შედეგს. ეს დიადი გამარჯვებაა! საქართველოს გაუმარჯოს!" - წერს კანდელაკი თავის ტელეგრამ-ახრში.