Accentnews.ge
იაპონიის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

იაპონიის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

28/10/2024 06:55:13 მსოფლიო

იაპონიის მმართველმა კოალიციამ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელობით პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ეს პარტიისთვის ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

მმართველმა კოალიციამ გუშინ გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, პარლამენტში 215 მანდატი მოიპოვა, უმრავლესობისთვის კი 233 ადგილი იყო საჭირო. უდიდესმა ოპოზიციურმა „კონსტიტუციურმა დემოკრატიულმა პარტიამ“ (CDP) კი დაახლოებით 148 მანდატი მოიპოვა. პარტიის ლიდერმა იოშიჰიკო ნოდამ განაცხადა, რომ აპირებს სხვა პარტიებთან მუშაობას.

„ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ახალმა ლიდერმა შიგერუ იშიბამ მარცხი აღიარა და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს მიიღებენ.

”ამომრჩევლებმა გამოგვიტანეს მკაცრი განაჩენი და ჩვენ თავმდაბლად უნდა მივიღოთ ეს შედეგი. იაპონელმა ხალხმა გამოხატა თავისი ძლიერი სურვილი, რომ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ გახდეს პარტია, რომელიც მოქმედებს ხალხის ნების შესაბამისად,” - განაცხადა შიგერუ იშიბამ.

BBC აღნიშნავს, რომ შიგერუ იშიბამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პრემიერ-მინისტრად ფიცის დადებამდე რამდენიმე დღით ადრე დანიშნა, მაგრამ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვამ ახლა მისი პოლიტიკური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S