Accentnews.ge
ISFED კვლავ განმარტავს, რატომ არ აქვეყნებს პარალელური დათვლის მონაცემებს

ISFED კვლავ განმარტავს, რატომ არ აქვეყნებს პარალელური დათვლის მონაცემებს

28/10/2024 11:00:09 პოლიტიკა, საზოგადოება

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) კვლავ განმარტავს, რატომ არ აქვეყნებს პარალელური დათვლის მონაცემებს.

ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და პარალელური დათვლის მონაცემები ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი.

“2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება.

აქედან გამომდინარე, „სამართლიანმა არჩევნებმა“, ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ გამოაცხადა, ვინაიდან იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი“,- ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ედისონ რისერჩს“ ეგზიტპოლის "გაყალბებაში" ადანაშაულებს.

"მცდელობა იყო, რომ საზოგადოებაში შფოთი შემოეტანათ და არჩევნების დისკრედიტაცია მოეხდინათ", - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის ვერსია.

ის ახსენებს "სამართლიანი არჩევნების" პარალელურ დათვლას, რომლის გამოქვეყნებაც ორგანიზაციამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რადგან თვლის, რომ შესაძლოა, არ არსახავდეს ამომრჩევლის ნებას.

"მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადასტურა, რომ მათი დათვლა და ცესკო-ს დათვლა ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ „ედისონ რისერჩმა“ ეგზიტპოლი გააყალბა. ეს ცალკე საკითხია, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ შესწავლილი იყოს. მან საკუთარ რეპუტაციას კიდევ ერთხელ მიაყენა მძიმე დარტყმა, ფაქტია, რომ ამის უკან, სავარაუდოდ, რაღაც უკანონო გარიგება დგას, რომლის მიზანი ამ შემთხვევაში დემოკრატიული არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და დისკრედიტაცია იქნებოდა. ზუსტად ამას იყენებდა ოპოზიცია და უცხოელი აქტორები, რათა ცრუ ნარატივი გაეტარებინათ, თითქოს გაყალბება მოხდა. [...]

თავად „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურმა დათვლამ დაადასტურა, რომ „ედისონ რისერჩმა“ ეგზიტპოლები განზრახ გააყალბა და ამით მცდელობა იყო, რომ საზოგადოებაში შფოთი შემოეტანათ და არჩევნების დისკრედიტაცია მოეხდინათ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანამდე, გუშინ „სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) განაცხადა, რომ ხმების პარალელური დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს და განმარტა მიზეზებიც:

„სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები, შესაძლოა, სათანადოდ არ ასახავდეს ქართველი ამომრჩევლების ნებას. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა, იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე.

წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ/დამუშავებამ და ამომრჩევლების მოსყიდვამ, მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა. არჩევნების დღესაც „სამართლიანმა არჩევნებმა" გამოავლინა მძიმე დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ასევე უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და ნების კონტროლის ფაქტები.

„სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით, შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს. „სამართლიანი არჩევნები" განაგრძობს საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და ანალიზს”, - ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში.

Edison Research-ის ეგზიტპოლით „ქართული ოცნებას“ ხმების 40,9 % ჰქონდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S