რინკევიჩსი: დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ ლატვიის უწყვეტი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურე
28/10/2024 15:13:29 პოლიტიკა
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული გზის მიმართ ლატვიის უწყვეტ მხარდაჭერას ადასტურებს.
მანამდე ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. საუბრის თემა არჩევნები და გამოვლენილი დარღვევები იყო.
„საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებული მდგომარეობა და დარღვევების შესახებ ცნობების განხილვის აუცილებლობა. მე დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ ლატვიის უწყვეტი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურე“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, ასევე არ აღიარებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
ამჟამად მოქალაქეები რუსთაველზე საპროტესტოდ იკრიბებიან.


