
მედვედევი საქართველოს პრეზიდენტს დაპატიმრებით ემუქრება
28/10/2024 18:25:13 პოლიტიკა
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გადაწყვეტილების ხელმომწერი, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაპატიმრებით ემუქრება.
"სალომე ზურაბიშვილი არის მარიონეტი, რომელიც წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ, უარი განაცხადა რა საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე. მსგავსი ნაბიჯებისთვის მას არა მარტო თანამდებობიდან გადაყენება, არამედ დაპატიმრებაც ემუქრება" - განაცხადა მედვედევმა.
ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციის მსგავსად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დღეს გამართულ მრავალათასიან მიტინგზე მან შეკრებილთ ხმების დაცვისკენ მოუწოდა და ბოლომდე გვერდში დგომა აღუთქვა, ოპოზიციამ კი გააჟღერა მთავარი მოთხოვნა - ახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021