
რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა
29/10/2024 06:40:06 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მომხდარის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
29 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზეც.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი.
დანგრეულია ორი და დაზიანებულია ოცამდე კერძო სახლი.