Accentnews.ge
„დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია"

„დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია"

11/02/2020 09:12:08 საშინაო პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე, იურისტი თინა ხიდაშელი განმარტავს, რატომ თვლის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას პოლიტიკურ პატიმრად.

„დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია! სრულიად ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე!

1. პოლიტპატიმარი არ ნიშნავს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც არასოდეს, არავითარი დანაშაული ჩაუდენიათ და ისე ხელი მოკიდეს და ჩაყარეს ციხეებში.

2. თქვენთვის ცნობილი პოლიტპატიმრების უდიდეს უმრავლესობას რაღაც კანონი აუცილებლად ჰქონდა დარღვეული მაშინ, როდესაც იჭერდნენ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა მაინც.

3. პოლიტპატიმარი ხარ თუ არა, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმით არ იზომება, ის იზომება იმით: ვინ გასამართლებს? რამდენად არსებობს ნდობა სასამართლოს, ან კონკრეტულად იმ მოსამართლეების მიმართ ვინც გაგასამართლა? როდის გასამართლებენ?

რა გარემოებებში ხდება გასამართლება?პირის კავშირი პოლიტიკასთან.

რასაც ახლა ვწერ, სულ რაღაც 8 წლის წინ არც იმათ ესმოდათ დღეს რომ სამართლიანად აღშფოთებულ-გაგიჟებული არიან უგულავას დაპატიმრებით, მაგრამ ამ ქვეყანაში არის ხალხი, რომელსაც მაშინაც ესმოდა და ახლაც ესმით ემოციების და საკუთარი პოლიტგემოვნების მიღმა.

სრულიად ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ უგულავას ჩემზე დიდი კრიტიკოსი არ ჰყოლია როდესაც ისიც მერი იყო და მე საკრებულოს წევრი და ზუსტად იმ ყველაფერზე ვწერდი, ვკიოდი, ვაპროტესტებდი, რაზეც დღეს ედავებიან, მაგრამ დღეს ის პოლიტპატიმარია და იმის მიუხედავად, დღეს თავს გამარჯვებულად თვლით თუ არა, ფასი იქნება მაღალი, რასაც თქვენ და ქვეყანა გადაიხდის ამ სისულელეში“, - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ "ფასი, რომელსაც ქვეყანა უგულავას დაპატიმრების გამო გადაიხდის, მაღალი იქნება".

ცნობისთვის: უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S