ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსი მზვერავების მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობს

11-02-2020 13:36:34 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 2,5 ათასზე მეტი სამხედროს მონაწილეობით. მათი უმრავლესობა სამხრეთ სამხედრო ოლქის 58–ე არმიის მოტომსროლელ და სადაზვერვო ქვედანაყოფებში მსახურობს, რომლებიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაშია დისლოცირებული.

სამხედროები საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას რამდენიმე სხვადასხვა პოლიგონზე გაივლიან, შეისწავლიან რთულ პირობებში, როგორც დღისით ისე ღამით, ნებისმიერ ამინდში დაზვერვის წარმოების მეთოდებსა და ხერხებს, შეასრულებენ პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიულ–სადაზვერვო ჯგუფებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ამოცანებს, – იუწყება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს–სამსახური.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები