კადიროვმა ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნად 23 წლის ნათესავი დანიშნა

11-02-2020 13:48:23 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა უშიშროების საბჭოს მდივნად 23 წლის ნათესავი ხამზატ კადიროვი დანიშნა.

მანამდე, 2018 წლის ივნისიდან ეს უკანასკნელი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქურჩალოის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის: ცოტა ხნით ადრე კადიროვმა მისი კიდევ ერთი ნათესავი იდრის ბაისულთანოვი განათლების მინისტრად დანიშნა.

Новости

Другие новости