Accentnews.ge
გიორგი ნონიაშვილის ინფორმაციით, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუჩერეს

გიორგი ნონიაშვილის ინფორმაციით, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუჩერეს

29/10/2024 15:43:10 საზოგადოება

პარტია „ფედერალისტების“ წევრ გიორგი ნონიაშვილის ინფორმაციით, მის მეუღლეს - „ატლანტიკური საბჭოს” მკვლევარ სოფო გელავასა და მკვლევარ ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუჩერეს.

ნონიაშვილის თქმით, საკითხს ბანკებთან არკვევენ, თუმცა უშედეგოდ.

„ჩხრეკიდან 4 დღის შემდეგ, სოფომ მაღაზიაში პური ვერ იყიდა. ასე გავიგეთ ახალი ამბავი. მისი პირადი ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. აღმოჩნდა, რომ ეთო ბუზიაშვილსაც იგივე პრობლემა აქვს.

გუშინდელი საღამოდან „თიბისისთან” და „საქართველოს ბანკთან” ვარკვევთ თუ რატომ. პასუხი არ არის. „ვარკვევთ” „არ ვიცით, რაღაც ხარვეზი იქნება”… თითქოსდა პატარა პრობლემაა. ბანკებში წერილობით ახსნა-განმარტების გაცემაზე და საფუძვლის დასახელებაზეც უარს ამბობენ. თიბისის ფილიალის მენეჯერი როგორც კი გადაღება დავიწყეთ, მტკიცებულებისთვის, თავისივე ბანკის ოთახიდან გაგვექცა. ბანკში საათები გავატარეთ. “დაგველოდეთ…დაგველოდეთ,ავალთ, ჩამოვალთ…” მერე ისევ. უსასრულო გაწელვა 6 საათამდე.

ოფიციალურად ყადაღა არ ადევს ანგარიშებს, რაც ნიშნავს რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეზღუდულია წვდომა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სახელმწიფოს არაფორმალური ინსტრუქტაჟით.

გვუბნებიან რომ ანგარიშები გააჩერეს, თუმცა რა საფუძვლით ამაზე პასუხს ვერ გაგვცემენ.ვერც იმას, ვინ გადაწყვიტა ეს და ვისი პასუხისმგებლობაა. დალოდების საათები კი არ სრულდება.

თუ თიბისი და საქართველოს ბანკი ვერ ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიიღონ ამ „ბესპრედელის” გამო (ქვეყნის გარეთაც) – გავაგებინებთ”, – წერს ნონიაშვილი სოციალურ ქსელში.

24 ოქტომბერს ჩხრეკა რამდენიმე ადგილას ჩატარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაჩხრიკა Concentrix-ის ერთ-ერთი თანამშრომლის, სანდრო ცხადაძის სახლი. გარდა ამისა, შევიდნენ „ატლანტიკური საბჭოს“ ქართველი მკვევრების სახლებში და ამოიღეს ყველა სახის ელექტრონუნლი მოწყობილობა.

ეთო ბუზიაშვილის თქმით, მას უთხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება 3 მუხლით: სსკ-ის 180-ე, 218-ე და 194-ე მუხლები – თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოგვიანებით განაცხადა, რომ სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა არ იყო დაზუსტებული, მკვლევრების სახლში ამ ძიების საფუძველზე შევიდნენ თუ არა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S