მადურო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,  ამბობს, რომ "ოცნებამ" "სამაგალითო გამარჯვება" მოიპოვა და აშშ-ს პოზიციის გამო აკრიტიკებს

29-10-2024 19:55:43 პოლიტიკა

ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ გააკრიტიკა შეერთებული შტატები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციის გამო.

მან თავისი გადაცემის „მადურო +“-ის მაყურებელს „ცხელი საერთაშორისო ამბების“ შესახებ საქართველოდან, „რუსეთის სამხრეთით მდებარე ქვეყნის“ შესახებ უამბო.

„ეს არის ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-სთან მჭიდროდ დაკავშირებულ გზას გაჰყვა. იქ იყო მთავრობები, რომლებიც ძალიან ემორჩილებოდნენ შეერთებულ შტატებს. წლების განმავლობაში გაჩნდა და ხელისუფლებაში მოვიდა პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური მოძრაობები. გასულ კვირას მათ სამაგალითო გამარჯვება და ქართველი ხალხის ხმების 56% მოიპოვეს. რას ამბობს შეერთებული შტატები? „მე არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, ვითხოვ შედეგების გადახედვას, ვითხოვ არჩევნების გამეორებას საქართველოში“. გჯერათ, რომ მსოფლიოში ადამიანებს სურთ მოექცნენ როგორც მონებს, როგორც კოლონიებს?“ – თქვა მადურომ.

მადურო ამბობს, რომ აშშ თავს პლანეტის ბატონად თვლის და არ აღიარებს არჩევნებს ვენესუელაში, რუსეთსა და საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელა არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2009 წელს ქვეყანა რუსეთს მიჰყვა აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობის" აღიარებაში.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებენ პრეზიდენტი, ოპოზიცია და მსხვილი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მიიჩნევენ რა, რომ ადგილი ყწონდა მასშტაბირ გაყალბებას და გამოცხადებული შედეგი არ ასახავს მოქალაქეების ნებას. ისინი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას და ხელახარ არჩევზნებს მოითხოვენ საერთაშორისო საზოგადოების ადმინისტრირების ქვეშ. "ოცნება" მიიჩნებს, რომ არჩევნები შედგა და არ განიხილავენ მსგავს წინადადებებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს ემუქრება "შემდგომი შედეგები", თუ ხელისუფლება არ შეცვლის პოლიტიკურ კურსს. ვაშინგტონმა მოითხოვა სრული გამოძიების ჩატარება ყველა ცნობის შესახებ საარჩევნო დარღვევების თაობაზე.მანამდე განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს არ უღიარებიათ, რომ არჩევნები ჩატარდა თავსიუფლად და სამართლიანად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები