
ჰალევი: თუ ირანი შეცდომას დაუშვებს, განვახორციელებთ დარტყმებს, რომელიც ამჯერად გადავდეთ
29/10/2024 19:28:03 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ჰერცი ჰალევი ამბობს, რომ ირანის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელი გამოიყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც ამჯერად არ გამოიყენა.
მან მიანიშნა, "დავარტყათ ძალიან, ძალიან მძლავრად ადგილებს, რომლებიც ამჯერად გადავდეთ". მანამდე იყო ცნობები, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე გეგმავდა იერიშს.
„ირანი თუ დაუშვებს შეცდომას და კვლავ განახორციელებს სარაკეტო თავდასხმას ისრაელზე, ჩვენ ვიცით, როგორ მივწვდეთ ირანს, მივწვდეთ ისეთი შესაძლებლობებითაც კი, რომლებიც ამჯერად არ გამოგვიყენებია და დავარტყათ ძალიან, ძალიან მძლავრად ადგილებს, რომლებიც ამჯერად გადავდეთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან შესაძლოა, დაგვჭირდეს ამის კვლავ გაკეთება“, – განაცხადა ჰალევიმ.