Accentnews.ge
რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა

რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა

30/10/2024 06:04:44 მსოფლიო

რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე დრონებით შეტევა 30 ოქტომბერს გამთენიისას დაიწყეს.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 9 პირი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევის სოლომენსკის რაიონში დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა 9-სართულიანი სახლის ორ სართულზე და 6-სართულიან ადმინისტრაციულ შენობაში. დილის მონაცემებით, ორივე შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S