
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გაშვებული 62 დრონიდან 33 ჩამოვაგდეთ
30/10/2024 06:09:12 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, "გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 62 დრონიდან 33 ჩამოაგდეს, 25 ადგილზე დაიკარგა".
თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ჩერნიგოვისა და პოლტავას რაიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.