მდინარაძე მადუროს მიერ არჩევნების შედეგების აღიარებას "არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთ პირველ წარმატებად" გვთავაზობს

30-10-2024 13:48:31 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფიგზე ჰკითხეს ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადუროს მიერ, რომელიც არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე.

მდინარაძე თვლის, რომ "ეს ძალიან კარგია", უფრო მეტიც, "არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმატებაა".

"ეს არის ძალიან კარგი, რატომ იცით? თუ მან, ადამიანმა, რომელმაც „სამხრეთ ოსეთი“, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, და აფხაზეთი აღიარა, დაინახა ცოტა მაინც რეალობა, რომ აქ არაფერი არ მომხდარა, ხვალ იმ რეალობასაც დაინახავს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, ეს წინგადადგმული ნაბიჯები ყოფილა და ძალიან მაგარია, არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმატებაა ჩემი აზრით. თუ მადურომ ის დაინახა რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და პრობლემები არ აქვს ამ ქვეყანასთან, ხვალ დიდი შანსია რომ აღიარება უკან წაიღოს“, - თქვა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელა არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2009 წელს ქვეყანა რუსეთს მიჰყვა აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობის" აღიარებაში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ გააკრიტიკა შეერთებული შტატები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციის გამო.

მან თავისი გადაცემის „მადურო +“-ის მაყურებელს „ცხელი საერთაშორისო ამბების“ შესახებ საქართველოდან, „რუსეთის სამხრეთით მდებარე ქვეყნის“ შესახებ უამბო.

„ეს არის ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-სთან მჭიდროდ დაკავშირებულ გზას გაჰყვა. იქ იყო მთავრობები, რომლებიც ძალიან ემორჩილებოდნენ შეერთებულ შტატებს. წლების განმავლობაში გაჩნდა და ხელისუფლებაში მოვიდა პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური მოძრაობები. გასულ კვირას მათ სამაგალითო გამარჯვება და ქართველი ხალხის ხმების 56% მოიპოვეს. რას ამბობს შეერთებული შტატები? „მე არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, ვითხოვ შედეგების გადახედვას, ვითხოვ არჩევნების გამეორებას საქართველოში“. გჯერათ, რომ მსოფლიოში ადამიანებს სურთ მოექცნენ როგორც მონებს, როგორც კოლონიებს?“ – თქვა მადურომ.

მადურო ამბობს, რომ აშშ თავს პლანეტის ბატონად თვლის და არ აღიარებს არჩევნებს ვენესუელაში, რუსეთსა და საქართველოში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებენ პრეზიდენტი, ოპოზიცია და მსხვილი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მიიჩნევენ რა, რომ ადგილი ყწონდა მასშტაბირ გაყალბებას და გამოცხადებული შედეგი არ ასახავს მოქალაქეების ნებას. ისინი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას და ხელახარ არჩევზნებს მოითხოვენ საერთაშორისო საზოგადოების ადმინისტრირების ქვეშ. "ოცნება" მიიჩნევს, რომ არჩევნები შედგა და არ განიხილავენ მსგავს წინადადებებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს ემუქრება "შემდგომი შედეგები", თუ ხელისუფლება არ შეცვლის პოლიტიკურ კურსს. ვაშინგტონმა მოითხოვა სრული გამოძიების ჩატარება ყველა ცნობის შესახებ საარჩევნო დარღვევების თაობაზე.მანამდე განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს არ უღიარებიათ, რომ არჩევნები ჩატარდა თავსიუფლად და სამართლიანად. იგივე გაიმეორა 29 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები